მარტოსული დემონი
*** უსიყვარულოდ, ვზივარ ჩემს ოთახში, ვფიქრობ, აბსტრაქტულზე სევდამორეული. მოუთმენლობამ ისე მძლია, დამაკარგვინა საღად აზროვნება. რა მჭირს, მე უბადრუკს, არც კი ვიცი. რისი იმედი მაქვს, არც ეს ვიცი. ვგონებ, დემონია კვლავ ჩემს სულში, ცდილობს მიმიზიდოს მისკენ მარად. სული დამეჩაგრა მასთან შერკინებით. სიტყვაც უძლურია მასთან შებრძოლებით. ღმერთო, მაპატიე, რომ შევცოდე, ისევ დავბრუნდები შენთან ლოცვით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი