ჩემი ოთახი
ჩემი ოთახი ისეთივე სევდიანია, როგორიც მე. ჩემ ოთახს სცივა. წლების წინ, როდესაც ის მივატოვე, მას სტკიოდა უჩემობა. ჩემ ოთახში ისეთივე სიცარიელეა, როგორიც იმ დროს, როდესაც ის მარტო არ იყო. ჰო, იმ დროსაც იყო ცარიელი, ცივი, მიტოვებული. უბრალოდ მასში ყოფნა მე მაგრძნობინებდა თავს დაცულად. ჩემ ოთახს სტკივა უჩემობა, ჩემი ოთახი ცარიელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
❤️❤️