მიტოვებული სევდა
ძალიან, ძალიან, დიდი ხნის წინ არსებობდა არსება რომელსაც სახელიც კი არ ერქვა. ის ძალიან უჩვეულო არსება იყო, ადამიანის ფორმის. ის სახლში ცხოვრობდა, თავის 3 ოჯახის წევრთან ერთად, რომლებთანაც თანაცხოვრება, მას არ ხიბლავდა. იმიტომ, რომ მათგან განსხვავდებოდა. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანს მენტალური პრობლემები აქვს, ის ქმნის თავის სამყაროს, რომელშიც არავის უშვებს. კეტავს კარებს და გასაღებს საგულდაგულოდ ინახავს. ამ არსებას მარტოსული ცხოვრება მოსწონდა. მისი ოცნება კი ასეთი იყო- ყოველ დღე წაეკითდა რაც შეიძლება ბევრი წიგნი. წიგნებს, ძილის წინ საგულდაგულოდ ინახავდა, რათა არავის შეემჩნია თუ რამდენს კითხულობდა. ჰო, ასეთი უცნაური იყო ეს არსება. როცა საქმის ჟინით შეპყრობილს, რაიმეს კეთების სურვილი გაუჩნდებოდა, გულში იმეორებდა ციტატებს წიგნიდან. რათა ის რეალურ ცხოვრებაში გამოეყენებინა. როცა ის ბიბლიოთეკაში მიდიოდა, ყოველთვის ეგონა, რომ მას წაკითხული წიგნებიდან, რაიმე დარჩებოდა გონებაში, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, მას გონებაში 1% იც კი არ რჩებოდა. მაგრამ არ ნებდებოდა, ის განუწყვეტლივ კითხულობდა, და არ წყვეტდა ფიქრს, რომ ოდესღაც ის შეძლებდა წიგნის გაპრაქტიკებას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი