ერთი ჭიქა ფიქრი
დავლიე ერთი ჭიქა ფიქრი, ამის შემდეგ კი, ფიქრმა ჩემი შეცვლა დაიწყო. დავთვერი, ფიქრმა დამათრო. იმდენად დამათრო, რომ ვეღაარ ვიცანი ჩემი თავი. გავიფიქრე, კიდევ ერთი ჭიქა ფიქრი, რომ დავლიო, რას მიზამს- მეთქი? ჰოდა- დავლიე მეც. გონება დამიბურუსდა, ვერაფერი დავინახე, ვერაფერი ვიგრძენი. ვფიქრობდი, იქნებ, ბურუსი დამეწმინდოს და ისევ დავლევ კიდევ ერთ ჭიქა ფიქრს მეთქი. მაგრამ ძალიან დავთვერი, ძალიან. ამ ჭიქანამთვრალებფიქრებმა, მომაძინა. მინდა დავიძინო, მაგრამ ვერ ვხედავ , საწოლს რომ დავწვე. ვხედავ მხოლოდ ცალკემდგომ მარტოსულ სკამს, ჰოდა მეც დავწექი, ერთი ჭიქა ფიქრი დავიდგი სკამთან რომ დამელია. დავლიე და... გარდავისახე მეც ფიქრად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი