სიყვარულის ჩრდილები


ვუფრთხილდებოდი ჩვენს ისტორიას,
ვინახე ჩემთვის - მხოლოდ ჩემს გულში..
თითქოს მეგონა ეს საიდუმლო
მარადისობას წყვეტდა ჩვენს სულში

იქნებ თუ მხოლოდ ჩემთან დარჩება
გრძნობა, სახელს რომ ვერასდროს ვარქმევ,
შენც დაგიტოვებს, ჩემთან, ჩემს სულში,
არ დაგაძალებ, მხოლოდ გინატრებ.

არ გამითქვიხარ, მაგრამ წახვედი
თან გაიყოლე ნაწილი ჩემიც..
თან გაიყოლე ყველა ის წმინდა
წერილი, ფიცი, ღიმილი, ცრემლიც..

გახსოვს? მასწავლე ენა შენ უცხო,
რომელიც მხოლოდ ორმა ვიცოდით
წახვედი და თან წაიღე უხმოდ
გამოგონილი ჩვენი სიტყვებიც..

ახლა არ ვიცი რა უნდა გითხრა
ჩემში ფერები ჩააქრე მარად
აღარც ის ვიცი როგორ გინატრო
ვეღარ ვსაუბრობ სწორად და კმარა!

მინდა გისწრაფვო, მაგრამ ვერ ვბედავ
გული სავსე მაქვს მძიმე ეჭვებით
იქნებ არ უნდა გამეშვი, მაგრამ
იქნებ შენც უნდა გებრძოლა ჩვენთვის..

და თუ ის გრძნობა, რომელიც გქონდა
გაუმხელელი დატოვე მარად
რომ გყვარებოდი - მეტყოდი კიდეც,
თუმცა თვალებმა გამხილა ცხადად...

მაგრამ საზომი სიყვარულისა
შენს გულში მხოლოდ ასეთი იყო -
მისურვე კარგი ცხოვრება მაგრამ
თითქოს უშენოდ მარტივი იყოს..

და თუ სიყვარულს ამ ფორმით მაწვდი,
უშენოდ, უხმოდ, ჩრდილში ხარ მხოლოდ..
მაშინ ვინატრებ სულ არ გიყვარდე
ოღონდ შენ მყავდე, გიყურო ოღონდ ..
სიყვარული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი