ბასრებს


აფეთქდებიან კიდეები და უკიდეგანობა გადაფარავს უხილავ საზღვრებს.
საზღვრებს,რომელსაც არასოდეს გადააბიჯებ.
კვამლი კი ისევ გაყვება ბასებს,რომელიც შენს სმენას ავსებს .
სიამე  გიპყრობს,ბოღმებს ვერ დასთეს.
სამყარო ისევ მოგკიდებს ხელს და მოგასმენინებს 
უკანასკნელ ტანგოს კორპუსსში.
კორპუსში,
 სადაც შიმშილს იკლავენ ბებერი მგელები.
სადარბაზოში,ხისტი წვეტიანი საგნებით.
ხანაც ბლაგვებით, დროდადრო ბასრით,
აფეთქდებიან კიდეები და უკიდეგანობა გადაფარავს უხილავ საზღვრებს.
კვამლი კი ისევ გაყვება ბასებს რომელიც ახლა ჩემს სმენას ავსებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი