ატომური ზღვა. ვგიჟდები.....


ბეტონის ქალაქში მოვიდა ზაფხული. 
უსასრულო და ცხელი.
უნაყოფო მიწა გადაბუგა და ასფალტის წიაღში გაჩნდა ნაპრალები.
ბეტონის ქალაქში არ ყვავიან ხეები.
აქ მხოლოდ სიკვდილი ზეიმობს უსასრულო გარდაცვალებას.
ლურჯია მისი თვალები როგორც ცა,
სავსე ტანჯვით როგორც მეძუძურის მკერდი რძით,
შავია ცხოვრების ბილიკი და გზა,ნამიანია ჩემი თვალები.
ქალაწში შესვლისას არ დაგიფენენ ბზას,
 თუნდაც იჯდე ვირზე და იყო მესია,
აქ მისი არავის არ სწამს არც ადიდებენ არც ეშინიათ.
 მე ისევ ვცახცახებ შიშისგან, სახურავზე მჯდომი. 
მეშინია გაფერმქრთალების,ამ ქალაქში ფერმქრთალია ცაც.
მხოლოდ მის თვალებს შერჩენიათ ლაჟვარდის ფერი.
მეშინია არ ადიდდეს ატომური ზღვა,
მისი მღელვარება იწვევს აფეთქებებს მზის ზედაპირზე. 
 მე არ მიყვარს როცა სიფხიზლე ზეიმობს ჩემში.
სულიერება იკარგება,მე ვემსგავსებინ სხვას,
 რომელიც ზის მდინარის ნაპირთან და ხელებით ეჭიდება ხავს 
მაგრამ დინებას მისი წაღება არ სურს.
მორალური საზღვრის კედელი შამოშლილია,
აგურს აგურზე არავინ დებს.
 მეც ვიშლები.....
მორალური საზღვარი გაქრა,მეც გავქრი
 დარჩა მხოლოდ ცარიელი სხეული,
ემოციების გარეშე,
გარეშე ძილის.
თვალის შავი უპეები 
ასფალტზე წყლის გუბეები 
დავხტივას,ვიწუწები,ხელებს ვიფშვნეტ.
 ვიფურთხები,ვილანძღები, ვიგინები.
შეშფოთება ლურჯ თვალებს ავსებს ცრემლებით.
ცრემლი მარილის კრისტალივით ეტყეპება ასფალტს,
 რომელსაც სიცხისგან ნაპრალები გასჩენია,
ბეტონის ქალაქში არ არის სიმწვანე 
მაგრამ ნაპრალიდან მოსჩანს ბალახი
 რომელიც შვუა გაზაფხულმა და წუთიწუთზე გარდაიცვლება.
ბეტონის ქალაქში მოვიდა გაზაფხული.
მეშინია არ ადიდდეს ატომური ზღვა.
ვგიჟდები.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი