დესტრუქცია


კონსტრუქციული დესტრუქცია სხეულის ნგრევა სულის აპათეა 
სამყარომ შეცდომები გაპატია ,
დაეშვი პლანეტარიუმის კოლაბორაციულ შეკრებაზე და მიიღე დალოცვა 
შეისმინე ლოცვა სამყაროსწიაღიდან მომავალი 
და ყური მიუგდე სატურნის რგოლების გალობას,
შეისისლხორცე მარსის მტვერი.
თავი დაუკარი და დატოვე ირმის ნახტომი.
გააკეთე ნახტომი სამყაროს უსასრულობაში
 და რადიოაქტიურ წვიმას მიეცი უფლება განგბანოს 
გაგაპატოსნოს და უკანასკნელად მიგაბრუნოს 
გარდაცვლილი დედის სარეცელთან რათა მისი მიწა კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში.
ხელი კარი რაობას და სულის ნაპრალები შეავსე შენი არარაობით
 ვითარცა შეუცნობელია სამყაროს ბუნება,
იქნებ არარაობით ამოტენილი ნაპრალიდან 
აღმოცენდეს სიწმინდე,რომლელიც ბნელი სამყაროს ჭაობის სუნს დათრეგუნავს
კონსტრუქციული დესტრუქცუა....
მზის აფეთქებები და ელექტრომაგნიტური გამოსხივება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი