აქ დაბადება სასიკვდილო განაჩენია
მე,დავიბადე ქალაქში, სადაც მეფობდნენ მგლები და სივყარულის ფერმკრთალობამ ცა შეარყია. ყველა ღრუბელი,ჩემი ქვეყნის თავზე მოექცა და საქართველო, სიღატაკეს წაულეკია... ამ ქვეყანაში,აკვანშივე გუდავენ შვილებს ... ამ ქვეყანაში, თვითმკვლელობით ებრძვიან შიმშილს. ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ირჩევენ დუმილს. ძლევვამოსილნი გვაბრმავებენ,გვირჩევენ კუმირს... დამონებულებს განაჩენად გვისჯიან სიკვდილს... ბევრი ვიცადეთ, ბევრიც დავთმეთ, ვიგლოვეთ ბერი. მაგრამ მსაჯულთა დასანახად ვერ დავგმეთ მტერი... მე დავიბადე... ქვეყანაში მეფობდნენ მგლები. და მორალურმა კასტრაციამ ჩაალპო ერი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი