ბეტონის ქალაქის ისტორიები #2 გეტოს ვალსი
მარტოსულობა ,სამყარო გიგანტური ზოოპარკია ვოლიერებში კი აყროლებული ბიომასები დატასაობენ აქეთ იქით მძღნერს ანთხევენ და ცდილობენ შენი ცხოვრებაც მათ ყოფას დაამსგავსონ,მათ სუნამოს ანალური ხვრელიდან გადმოჟონილი სპერმის და სისხლის არომატი აქვს.......ასოციალურობა ახალ სოციუმს შექმნის შენში და ამას მოჰყვება რევოლუცია თითქოს უარაღოდ მაგრამ შენ ყველაზე საშიში იარაღი ხარ.დაუპირისპირდი მასას შექმენი სეგმენტზე მორგებული აფსურდი და ამ აფსურდში ჩაახრჩე ერი რომელიც გადარჩენას არ იმსახურებს იყავი ახალი მესია რომელსაც ითხოვენ და ემონებიან.დილით მჟავე ათხადნიაკში მშweedობაზე მეტად არაფერი გისწორდება,წინა ღამე ბეტონის კედლებში მზესთან თამაშში გაატარე და ახლა თავი ბინძურ ღორად მიგაჩნია?კომიქსების სამყაროს რიგში დგომა არც თუ ისე დიდი ხანი მომიწია მოხერხებული შავი ფისო ყოველთვის მარტივად გაძვრება.ბარიერი გადაილახა და წინა ღამით დაკრეფილი ყვავილის მოლეკულა ფლუიდებად გაიშალა ორგანიზმში ნეონი... ბასი.... სუპერგმირები ..... ბეტონის ანდეგრაუნდი ნოტებს ეთამაშები და გეცეკვება მზეც. სხივებით გეფერება d ვიტამინისგან დაცლილ სხეულზე და სამყაროს შემოქმედს ჰბადებს შენში,პირველყოფილი სიყვარული მატერიების და მიზეზების გარეშე, ქიმიური რეაქცია სამყაროსა და შენს შორის შედგა.ექსპერიმენტი დასრულებულია, ნესტოებიდან კორპუსების მტვერს იწმენდ და თანამებრძოლებს უერთდები დენსფლორზე.დღეს აქ ყველა სუპერგმირია მორალის გარეშე რომელსაც სამყაროს გადარჩენა შეუძლია. დღეს აქ ყველა ღმერთია.ჰაერშიც შემოქმედის სუნი ტრიალებს და ტანის კეცვა ახალ განზომილებებს ქმნის სამყაროს მივიწყებულ კუნჭულებში.დღეს აქ მილიონობით ახალი ვარსკვლავი დაიბადება თითოეულ ნოტზე მოგრეხილი სხეული ტრანსში გასული ღმერთების ფანტაზიებს აცოცხლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი