უკვდავი ექო
დღეა თუ ღამე, ვერ ვარჩევ ნათელს, ვერ ვივიწყებ მე ამ შენს ლამაზ სახელს. შეძრწუნებული ვდგავარ მარტოდ მე და ვარ ამ შენი სილამაზის ტყვე. ბინდმა მოიცვა ჩემი ყოველი დღე, სიჩუმე სუფევს, არ ჩანხარ გზაზე. გულისთქმა მტანჯავს, მღრნის და თან მლანძღავს, ალერსი სხვისი კი მე კვლავ მძაგავს. და გულში ჩუმი იმედი კვლავ გზნება, შენი ნახვა კი მე მგვრის შვებას. კიაფობს ჩემი გრძნობა მდუმარებაში, ტრფობა მიწევს მე მარტოობაში. ღამემ შეგვიფარა თავის კალთაში და დავიკარგეთ ოცნების სამყაროში. ვარსკვლავები გვიყურებდნენ შურით, და შენ დაგვანგრიე სიცივით. მთვარისებრი სევდა გზად მახლავს, ზღვისფერი სიღრმე სიზმრად დამაქვს. გავაღე სულის სარკმელი შენთვის და ღმერთმა დამსაჯა ოცნებისთვის. დროის მიღმა დარჩენილი კვალი, სულის უკანასკნელი ნავსაყუდელი, შენი უკვდავი ლოცვა ვარ, მეო, სუნთქვას მიკრავს მე ეს უკვდავი ექო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი