როლებს მიღმა
ისევ შენ, ისევ შენ.... ბოლოს ისევ, მაინც შენ. ყველა გრძნობის ბოლო ხაზზე, შენ გხედავ მე ..... ახლა მარტო აღარ ვარ, მას ვუყურებ, ახლაც მე... თუმცა თვალს რომ ვადევნებ, ის უყურებს სხვას ისე. სხვას უყურებს ისე, რომ მას ვუყურებ როგორც მე. ახლა მუზა მოვიდა, თან ლექსებს ვწერ ნელა მე. ბოლო ჩემი იმედი, ისევ შენ ხარ, ისევ შენ. ნაწყენი ვარ? -ისევ შენ. ბრაზი მიპყრობს, -ისევ შენ. სიტყვებს ვრითმავ კარგად და სიტყვებს ვრითმავ ცუდად მე. არ ვიცი მე რაღას ვწერ, თვალს გადევნებ, ისევ შენ. წერილი კი არ არის, ლექსია სიყვარულზე, თუმცა რა ვქნა აბა მე? მიყვარს მე ის, როგორც შენ. მარტო ვზივარ, ჩუმად ვარ. ხელში ვიჭერ კალამს მე, სხვა იცინის, მაგრამ მე ვზივარ ვტირი მარტოდ მე. კუთხეში ვარ, ვუყურებ, ჩუმად თვალსაც ვადევნებ... ერთხელ მაინც შემხედო, არ აპირებ ამას შენ. ისევ ვწერ ვერ ვჩერდები, ის კი სხვაც რომ უყურებს. ვერ ვჩერდები ვუყურებ, თვალზე ჩუმად ცრემლი მდევს. მანაც კი რომ გახედა, თვალი რომ გაუსწორა, გაუღიმა, უცინის და თან თვალში უყურებს. რომ ვუყურებ ვტირი მე, ჩუმად ვზივარ, ისევ მე. ჩემი გული იმსხვრევა, ას, ათასად ნაწილზე. ახლა უკვე მივდივარ, თუმცა ისევ მაინც გწერ. ვერ ვჩერდები, გული მე ისევ მქაჩავს შენკენ მე. ალბათ ჩემი საქმეა, ვწერო ლექსი... თან შენზე. სიყვარული ასეა, მხოლოდ შენზე მაფიქრებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი