გადარჩენა
ცოცხალ ვარ,აქ ვარ,სიბნელის ფსკერთან თვით მარტო,ვებრძვი იმ შიშს რომ დამსდევს თითქოსდა ხმები მიჩუმდა,გაქრა ვერ ვხედავ ნათელს რომელსაც ვეძებ არავინ,არაა ჩემი მაშველი რომ გზა გაკაფოს,და ჩემთან გაჩნდეს. თვით სიბნელეში მე მპოვოს,მშთანთქას რომ გადარჩენა მეწერა თურმე. ისე ღრმად ვიყავი,ოცნების მყისზე. რომ გულმა იგრძნო ვიღაცის მოსვლა. აფორიაქდა სული მიჯაჭვულ,და გარდაეხსნა ჯაჭვების კალთას. არ მეჩვენება,მთლიანად ვგრძნობ რომ აქ ვიღაცაა,ჩემს გვერდით ჩუმად. მინდა გავიგე ვინაა?საით? მოექანება ის ასე სწრაფად. ჩამასო, თითები მკლავზე სულ რბილად. თითქოს შემატა შეხება სხეულს სუნთქვა მიჭირდა,ვნატრობდი ნეტავ სულ მხოლოდ ერთხელ მანახა უცნობ. ყურში ჩურჩული ჩამესმა ტკბილად "საწამლავს" უდრის მის ბაგეს ზედა ეს რა ყოფილა ასეთი მტკიცე რომ არ მიდის და აქ ყოფით მტანჯავს. მინდოდა მზერა შემეპყრო მისთვის და დამენახა ვისთან ვარ ასე. მაგრამ ტუჩები მომადო ტუჩთან, და მეც დავიწვი ცეცხლივით მდაგეს. უეცრად კანკალ დამაწყებინა და დავივიწყე ჩემი არსობა. ნეტავ ეს არის სიზმარი სადაც მე მიწერია ჩალპობა მასთან. ეს რა შევცოდე?სუნთქვა მიჭირდა და წამით ვიგრძენ რომ ვეცემოდი. მაგრამ ხელები,მისი ხელები ეჯაჭვებოდნენ მყისედ არსებას. მეკვროდა,ისე თითქოს არ სურდა გავეშვი მისგან,მალულად შორსა. მია სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს ყელთან ახლოს, და ფიქრში ნატვრად ჩამიდგა შველა. ისე ძლიერად როგორ ვეჭირე როგორ ვიყავი მის მკლავებს შორის. რაღაცას ყური მოვკარი მგონი და არა!არა! მომესმა ვთქვი მე. ,,მიყვარხარ" ნუთუ ეს თქვა მან ჩემზე მის ბაგეს წასცდა ეს საოცრება. გავები მახეს და ვთქვი მე ჩუმად: ,,რომ ვერ მიშველის ვერცერთი სხვა რამ" დამაცხრა როგორც ველური ნადავლს და მე ვერწყმოდი მას მთელ სხეულით. თითქოს ვიცნობდი მთელი ცხოვრება და მე ვიყავი მისთვის გაჩენილ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი