ქარს
ქარს მივყავარ და ვუშვებ ამის შესაძლებლობას. ქარი მმართავს და მიკვრის, როგორ? დედამიწის სარტყელს ვუვლით ერთად, და აღარ გვრჩება გადაულახავი ოკეანები. ზღვები, ან მთები, საკუთარ თავსაც კი ვლახავთ. ვუფრენთ? ვფიქრობ, რომ კი. ისე ვუფრეთ და ვუქრით, როგორც ტრიალ მინდორზე მწვანე ფერი. როგორც დედა სამი შვილის ხელში. ერთად ვართ და ვკივით, ვბზუით, ვბღავით, უცნაურ ხმებს გამოვცემთ. არ ვჩერდებით, არ ვაჩერებთ სადღაც გულში მობობოქრე ძალას. მაგრამ... როდესაც გული ნელა იწყებს მოძრაობას, პულსი ნორმაში ჯდება და წნევაც, ქარიც მაშინ მტოვებს, მანამ სანამ ის ძალა, ისევ არ აბობოქრდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი