ღამე
ღამე მეტად მძიმეა და ფიქრებში ვეშვები, ვერ მივყავარ ვერაფერს სიმშვიდემდე წამითაც. კვლავ კისერზე მატყვია დემონების ეშვები, და სიჩუმე არ ჩნდება აღარც გვიან ღამითაც. მხოლოდ ჩნდება ტკივილი და ჩემს გულში შემოდის, ახლაც სამი სრულდება და შორია დილამდე. ძალა აღარ შემომრჩა აღარც შენზე შენდობის, საკუთარი ცოდვებიც მაღალ უფალს მივანდე. ახლა ჩემთვის სტროფებიც მუნჯი შეგირდებია, ლოცვას ვიწყებ ფიქრებში და ღრმად სუნთქვა მიტაცებს. რასაც მე ვერ გავყევი მხოლოდ შენი გზებია და ამიტომ ფიქრებსაც თავად ვუშვებ მიწამდე. ახლა შენთვის არ მინდა მე არცერთი სიმღერა, მხოლოდ ჩემს თავს ვანახებ მის თავს ღამით სარკეში. რადგან ჩემი ცხოვრება ხის სახლივით ირწევა, მეტად საშიში ხდება ზამთრისპირულ ქარებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი