ფეხქვეშ გაგფენია
ფეხგვეშ გაგფენია ყველა ჩემი ფიქრი, მთვარეც მოწმე გახდა ჩემი სიყვარულის… ლექსებს ვუკითხავდი პორტრეტს მორიდებით ცრემლი მოსდგომია ღამეს სიბრალულის. მინა-ჩამსხვრეული სახლი მელოდება, კედლებს დამჩნევიათ წელთა გადატანა. ქუჩებს გავუდექი ღმერთი რომ განმიდგა მაგრამ უშენობამ ღმერთიც გადაფარა. ფეხვეშ გაგეფინე, ღამე მოწმე იყოს შენი ტკივილიც კი ჩემით გინუგეშე, ხალხმა გიჟიაო ჩემზე გაიცინა, რადგან სუიციდით თავი ვინუგეშე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი