რას ელოდები
რას ელოდები არც თავად უწყი, ბოლო იმედიც ჰკიდია ხეზე. იხსენებ ლოცვას და წყდება აზრი, ჭრიალებს ჭაღი გაჭვარტლულ ჭერზე. დიალოგს გრანელთან აგრძელებ ისევ, უკითხავ ლექსებს ჩრდილებს და მთვარეს… რადგან “ნასტენკა” ჯერ ისევ გულს გტკენს, ეზიარები ტაბიძის ღამეს. :კითხულობ შენს ლექსს, ექიმს რომ უწერ და ირონია კვლავ უტევს ხმასაც. მერე კი დგები სარკმლის წინ სევდით და იცი მალე მოიკლავ თავსაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ქალბატონო ლიზი!!! არ ვიცი საიდან მოდის ეს სურვილი რაც გაქვთ.იმედია ეს ყველაფერი ლექსად დარჩება და ამას არ გააკეთებთ! არც გალაკტიონი და არც გრანელი არ ღირს მისაბაძ მაგალითად.მათ პრაქტიკულად სიკვდილის ესტეტიზაცია მოახდინეს.თუმცა ყველა პოეტს აქვს თავის ძლიერი და სუსტი მხარეები.მე კუმირი არ მყავს.სიცოცხლე კი ერთადერთი რამ არის რაც გვაქვს ასე რომ მოუფრთიხლდით და ნუ აყვებით ვიღაცების ამაო აზრებს!