ბნელდება ნელა


ბნელდება ნელა, მოდის ტკივილი,
ღამით ყველაფერს ეხდება ფარდა.
არასდროს მსურდა შენსგან გაფრენა,
არასდროს მსურდა “ჩვენ” დაგვეკარგა.

ახლა რთულია ჩემი მოსმენა,
ჩემი ატანაც მეტად რთულია,
მხოლოდ სიკვდილი მეძახის ახლა,
და ყველა გრძნობაც -  მარტოსულია.

მაგრამ იმედი თითქოს კვლავ ჩანდა…
თუმცა… სიკვდილი მეტადვე მკვეთრად,
ჩემში დღეს ლიზი გარდაიცვალა და
მხოლოდ ღვარძლი ჩამოწვა მედგრად…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

თენდება ნელა

თენდება ნელა, მოდის ღიმილი,
ყველა დარდს დილით ედება ფარდა.
მე შეუპოვრად მხოლოდ იქ ვივლი,
სადაც ტკივილი სიზმარს ჩაბარდა...

ახლა რთულია ჩემი მოსმენა,
ჩემი ატანაც ალბათ რთულია,
მხოლოდ სიცოცხლე მეძახის ახლა,
და ყველა გრძნობაც - გაზაფხულია.

მაგრამ წუხილი თითქოს კვლავ ჩანდა…
თუმცა… სიცოცხლე მეტადვე მკვეთრად,
ჩემში დღეს ლიზი წამომდაგარია და
მხოლოდ სითბო მაცხადებს მედგრად…

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი