“ივერია”


მეცამმეტე სართულზე ფრთები როგორ შევისხა, რომ დავფრინდე მიწამდე, ან ზღვის ფსკერზე ჩავიდე,
როგორ მინდა მისმინო და შენ სუნთქვა შეიკრა, რადგან იცი ერთხელაც ამ ცოდვასაც ჩავიდენ.

იცი როგორ მწყურია ახლა რაღაც შევცალო, ან ფსკერისკენ დავუშვა ყველა ჩემი ოცნება.
ფეხი თითქოს გადავდგი უფსკრულისკენ უშიშრად, რადგან გულზე ჭრილობა აღარაფრით ხორცდება…

მიტოვებულ ოთახებს სულში ჩასწვდათ ამბები, მე ზღვას ვატან ჩემს სათქმელს, ის ტალღებად მოგიტანს.
-და კედლებმაც იშვილეს ახლა ჩემი განცდები. მიხვალ, ნახავ, როდესაც პოეტი თავს მოიკლავს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ტკივილი დროებითია, ცხოვრება კი — ერთადერთი: გულზე არსებული ჭრილობები, რაოდენიც უნდა მტკივნეული იყოს, დროთა განმავლობაში შეხორცებას ითხოვს. არ ღირს რაიმე "სისულელის" ან წარმავალი კრიზისის გამო ყველაფრის დასრულება, რადგან წინ უამრავი სიხარული, შთაგონება და ბედნიერი დღეა. ასე რომ ლიზი მერწმუნეთ უამრავს გაუვლია მძიმე დღეები. ნუ გააკეთებთ ტრაგედიის გაღმერთებას.
მიუხედავად იმისა, რომ პოეზიაში ტრაგიკული სახეები ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, რეალური ცხოვრება და ჯანმრთელობა არცერთ "ლამაზ" მელანქოლიურ იდეას არ უღირს.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი