ყურს ვუგდებ


ყურს ვუგდებ გუგუნს მატარებლისა
ჭრელი ქუდები ცეკვავენ ქარში.
ავდარი სულში უფრო რთულია
მან ხომ გაზარდა შენში ის ბავშვი.
მთვარის შუქის ქვეშ გნატრობ და ველი…თითქოს სასწაულს, ან ღმერთის მოსვლას. 
მტვრიანი ყდები ნატრობენ ხელებს, საფლავები კი ვიღაცის მისვლას.
მე კი ვზივარ და ვნატრობ რომ მიხვდე,
მიხვდე რამდენად იყავი ჩემში.
ცეკვავს და ელავს სინათლე გარეთ, ღამით კატებმა შეჭამეს ლეში.
ჯვრები აწყვია და თან რა დროა, არც ზარის რეკვას მოსწრია ყური.
მე კი ვზივარ და ვფიქრობ ჩემს ღმერთზე, მისგან ნაბოძებს რომ ვეღარ ვუვლი.
იძინებს ყველა, ქალაქი სდუმს და ვიცი რომ სადღაც ანთია შუქი,
ვზივარ და ვნატრობ ღმერთი მოვიდეს, ახლა ჩემს ნატვრას ვარსკვლავებს ვჩუქნი.
ღმერთია ყველგან სადაც შენა ხარ, ღმერთია შენში, ჩემში და მასში,
ზიხარ და გიჭირს რომ გაიხსენო,
თუ რამ გაზარდა შენში ის ბავშვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი