ღამე ქუჩაში
ღამე ვდგები და მივდივარ, მივდივარ სადამდეც მივაღწევ. თუ დამიჭერენ მერწმუნე, რომ ლექსებს თეთრ კედლებს მივაწერ. ცივა და ქარი ქრის ქუჩაში, გვერდს მივლის ლოთი და ეცემა. სულები დადიან გარშემო, და ერთი სიგარეტს ეწევა. მოდის “პატრული” ჩემთან და მაჩერებს, კითხვებით ამავსო. შენი სახელი მითხარი, და ან ამ ჩანთით რა დაგაქვს-ო. -ლექსები ბატონო-ვიცინი, - მიყურებს წარბებს ხრის, ჩერდება… -ამ დროზე ქუჩაში რა გინდა, ხომ ხედავ რა დროა, თენდება. ვიღიმი, გვერდს ვუვლი, მეძახის, და მე კი არ მესმის, არ ვისმენ. -გიჟი ხარ? მობრუნდი! რა გქვია? იცოდე ასეთებს არ ვითმენ! და რჩება მუქარა ზურგს უკან, ზურგს უკან ძაღლებიც აყეფდნენ. ან რა ქნას პატრულმა, არ იცის, ქუჩაში რის გამოც ათევენ… ლიზი გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი