მთელი ღამე რომ მკარნახობდა
მთელი ღამე რომ მკარნახობდა ვიღაც ამ ლექსებს და კარნახისას სხვა სახელი გამოერია. იზეპირებდნენ მტკნარ სიყვარულს, როგორც სხვის ტექსტებს, რადგან თაობას პოეზია გამოელია. პალტოს ჯიბეში გადანახულ ღერებს აწყდები და გავიწყდება შუა ღამით რამდენჯერ სცადე -არ მოგეწია და თითებით თვალებს აწვები, თითქოს დანახვის უნარსა და სიცოცხლეს კლავდე. უკიდებ ერთ ღერს და ფანაჯარას აღებ იმ წამსვე, ხედავ დილიდან ნარდით ხელში დგანან კაცები. შენ კი ეს საქმეც წესიერად ვერ შეითავსე, როცა თენდება შენც ღამესთან ერთად მთავრდები. ლიზი გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი