მარიამ


გაზაფხულივით სიფერადე მოგაქვს ყოველთვის,
მარტის მოსვლისას მიმოზები როგორც ყვავიან.
ასე ყვავდება სიფერადით ბნელი სამყარო,
ასე ყვავდება როცა შენ ხარ ჩემთან მარიამ.

გვირილებივით ქათქათდება ჩემი ხელები
და ვარდები კი ყლორტებს შლიან მწვანე თვალებში.
მეც მიმშვიდდება თითქოს მაშინ ნერვულ-ქცევები
და დაღლილობაც სადღაც ქრება თითქოს წამებში.

ასეა როცა იღიმი და შენს სითბოს აფრქვევ,
როგორც ვარდები იფრქვევიან, როცა ყვავიან.
შენ ხარ ღმერთივით და სხეულებს სიცოცხლეს აძლევ…
შენ ხარ ღმერთივით როცა გხედავ, ჩემო მარიამ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი