ღამის ჭრიჭინები
ღამით ჭრიჭინები ჭრიჭინებენ მთვარე არსად ჩანს და მემალება. ღამით ცოცხლებსაც კი ივიწყებენ, მხოლოდ გარდაცვლილნი ელანდებათ. ღამე კი არ მძინავს, ფეხზე ვდგები, ღამით ლექსებს ვთხზავ და ბედისწერას -სადღაც შუა გზაზე ვეგებები, როცა მთელ სამყაროს ეძინება. ღამით მახსენდება რუსთაველი, გალას თეთრ ცხენებზე შემოვხედნავ. შენსგან წერილებსაც მუდამ ველი მერე მიყვარხარ თქო- შემოგბედავ... ღამე ჭრიჭინებენ ჭრიჭინები, ღამის ჩავლამდე კი მეფიქრება… შენც თუ ტკივილებით იძინებდი… ყველა გაღიმება მეტკინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი