შენ ღმერთო ჩემო


ღამე შემოდის ჩემს ოთახში და დროა ავდგე
ხატის წინ სანთელს რომ ჩავაქრო ნელა   ვუბერავ…
და დროა ღმერთო, რომ შენ ჩემშიც - რომ მკვდრეთით აღსდგე,
მე ხომ შენს სახელს, ლოცვასაც კი ვეღარ ვუბედავ.

ძალა აღარ მაქვს მოვიდე და შეგთხოვო რამე,
ან იქნებ თავად დაინახო ჩემში რა ხდება…
სანამ სულივით მეც ერთ სირჩა ვისკის არ დავლევ,
-მერე უფალო სათხოვარი აღარ მექნება.

იქნებ სამოთხე სულ არ არის პოეტთა სახლი,
ან იქნებ ღმერთო გაგვრიყე, ან, ჩვენ ვეღარ გხედავთ.
ნუთუ ტკივილით გადაიპოს გული -შენ მაცდი?
ნუთუ გოლგოთის გზაზე ვარ და ჯვარს თავად ვჭედავ?

შენ ღმერთო ჩემო, უკვე დროა მკვდრეთით რომ აღსდგე,
აღსდგე ჩემში და შემახსენო, რომ შენც გახსოვარ.
თორემ საცაა დავილევი, სულსაც სულ დავლევ…
მე ვეღარ ვუვლი შენც ხომ ხედავ შენსგან ნახსოვარს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი