შენ ფანჯრის მიღმა


შენ ფანჯრის მიღმა ცხოვრობ სიმშვიდით,
გღლის სამსახური, თუმცა კარგად ხარ.
საღამოს დედა გიმზადებს ვახშამს,
და ყველაფერი თითქოს დალაგდა.

მე კი ქუჩაში ვდგავარ, ვსველდები.
დედამ არ იცის სად, ან რატომ ვარ.
როგორ ავუხსნა აბა დედაჩემს,
რომ მე სიცოცხლემ უკვე დამტოვა?!

და შენ საღამოს ბრუნდები სახლში,
ოჯახთან ერთად იძინებ ღამით.
მე აივნებზე ვითენებ ღამეს,
სევდა არ მტოვებს არც ერთი წამით.

შენ აღარ გახსოვს რა როგორ იყო,
შენთვის უბრალოდ უცნობი გავხდი.
მე კი სარკის წინ ვკითხულობ ლექსებს,
და შევუყურებ გიჟს, _ სულ სახეწაშლილს.

შენთვის გრანელი არაფერს ნიშნავს,
შენთვის ჩარკვიანს ჩაუწყდა ხმები.
მე კი ვკითხულობ “მემენტო მორის”
და შუაღამით “ზღვას გავხარ” ვმღერი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი