თავისუფალი ლექსი


თავისუფალი ლექსი

და შენ ინანებ
რომ არასდროს არ გდომებია,
ერთხელ მაინც რომ მოეყვანე ბილიკს ჩემამდე…
მე კი სამარეს ამოვხეთქავ თუ მოხვალ ისევ,
რადგან მერწმუნე, რომ სამარეც მხოლოდ შენ განდე.
შენ ჯერ ათასი გზა მოგელის,
შენ ჯერ კვლავ ათასჯერ-უნდა დაეცე.
თუ წამოდგომა გართულდება შენთვის ოდესმე…გთხოვ არ დაეჭვდე….
ზეცას ახედე შუაღამით, მიწა ინატრე
მე გამოვჩნდები ბნელეთიდან ნაზი სინათლით.
და მე გაუწყებ როგორ მსურდა ერთხელ მეშველა,
მაგრამ მოვკალი ყველა შანსი მხოლოდ სიმართლით.
თუ როგორ მსურდა დაგენახა
ალბათ ოდესმე…
რომ მე მიყვარდი და წავედი შენსგან ამიტომ.
მაგრამ ვიცოდი მაშინაც კი რასაც ფიქრობდი…
ახლაც არ იტყობ…
ახლაც არ იტყობ იმ ტკივილებს, გულში იმარხავ
და აღარასდროს გახსენდება ძველი ოცნება.
მერე კი მუხლებს ეყრდნობი და ცდილობ ილოცო,
მაგრამ თან თითქოს სულ დაკარგეს ძალა ლოცვებმა.
და შენ მძივებად აგიკინძე ყველა სათქმელი
და სიკვდილამდე ჩამოგკიდე მაგ ყელ-ლავიწზე.
მერე კი გული გადაიპო, გული ათასად…
ფიქრი დავიწყე…
-ღმერთო, მითხარი, ამიხსენი შენი ქმედება,
ახლა მღვდლებიც კი გაურბიან ლოცვას ჩემს გამო.
და შენ გიწევს რომ დაივიწყო ყველა ტკივილი,
ცდილობ ფიქრები ამჯერად რომ თავად შეჭამო.
და ხმა გაკმინდო სამუდამოდ, სიტყვა არ დაძრა!
სხვას ნუ გაუმხელ რომ გიყვარდი და მე დაგტოვე.
რადგან წავედი ახლა დროა თავად იკისრო,
თავად იკითხო ეს ლექსები რაც კი დავტოვე.
და შემოდგომა შეიყვარო ნაცვლად იმ ზამთრის,
რომ დავიბადე და რომ მოვკვდი შუაგულ ზამთარს.
თავს ნუ იტანჯავ დამიჯერე მალე გაივლის,
შენ ტკივილი ამჯერადაც დიდხანს არ გასტანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი