ვერ ვმალავ
ვერ მალავ ცრემლებს და ზღვასავით ადიდდა… სულში კი ტკივილი არაფრით ნელდება. შენც ხვდები ამ ტკივილს რომ ვეღარ აიტან და გრძნობ რომ სამყარო გარშემო ჩერდება. მარტო ხარ, სულ მარტო, მუხლებზე ეცემი… და გტკივა წინასწარ მომდევნო ნაბიჯი. დიდი ხარ, იმდენად… აქ ვეღარ ეტევი… ხალხი კი ფიქრობს რომ რა დროა გაგიჟდი. ან ხალხმა რა იცის რა ხდება შენს შიგნით?! ჯოჯოხეთს რა დროა ამ ქვეყნად გადიხარ. ვეღარ წერ, დაგხოცეს მუზებმა შიმშილით, სუნთქავ და ხვდები, რომ ბეწვის ხიდს გადიხარ. ხიდს იქეთ არავინ არ გელის იმედით, ხიდს აქეთ დაინგრა ყოველი ოცნება. იმ ღამით გიკვირდა პირჯვას რომ იწერდი, ღმერთს ესმის ფიქრი და ნუთუ არ ოცდება? ხედავს, რომ სიკვდილი თავადვე მოვიხმე, უფლისკენ ვიცი რომ გზები არ ხსნილდება… თუმცაღა მაინც მჭამს ეჭვი და კითხვები: ღმერთი რომ გვიყურებს როგორ არ გიჟდება? ლიზი გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი