მარიამს


შენი ოცნებით შეღებილი მთელი სამყარო,
მოდი ერთხელაც ჩამოჯექი ბაღში ხის ძირას.
გვირილებს ხელით მოეფერო, თავი ჩახარო,
შენი სურნელი დაუტოვო უმადლო მიწას...

თითებ-შეკრული პირჯვრის წერას შენთვის დავიწყებ,
ახლა სტროფებმა შენზე მოჰყვნენ ნეტარ არიან.
რა ვქნა, ლოცვის დროს, ხატის წინაც თუ ვერ გივიწყებ
და ლოცვაშიც კი მე შენს სახელს ვურევ მარიამ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი