ახლა არ ვიცი სად ან როგორ ხარ


ახლა არ ვიცი სად, ან როგორ ხარ,
(არც მინდა ცოდნა, რადგან ცხადია).
შენ შეგძლებია გრძნობის მოთოკვა
და დავიწყებაც ვიცი გწადია.

მე კი პორტრეტებს ვუღიმი დილით,
ვლოცულობ მათზე, როგორც ხატებზე.
მაგ თვალებს ვუქრობ ანარეკლ ტკივილს
და თითებს გახებ ფერმკთალ სახეზე.

შენ კი არც იცი, რომ ღამით გხატავ
და არც ის იცი, რომ გიწერ ლექსებს.
მე კი ამ საქმით სხვა ყველას ვკარგავ
და უკუვაგდებ სამყაროს წესებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი