სიჩუმის ხმაურს
ვზივარ და ვუსმენ სიჩუმის ხმაურს, ვხედავ ნაპირებს ზღვა როგორ ერთვის… და რა ვქნა თუკი დაგღალე ასე, მაგრამ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი… ან რა ვქნა თუკი მერევა სევდა იმაზე მეტად, ვიდრე არაყი… მითხარი რა ვქნა თუკი შენს გარდა არ შემიყვარდა ქვეყნად არავინ. _რითი ვუშველო სულის ტკივილებს? უსასრულო დარდს რითი ვუშველო? მინდა მოგიყვე როგორ ვარ ხოლმე და მაინც ასე ენავუთქმელობ… ლიზი გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი