მოხვალ ოდესღაც
მოხვალ ოდესღაც (დაიგვიანებ) და ჩემს ნაკვალევს განიშნებს მიწა: დაჯდები ისევ გულჩათხრობილი, ხელებში ჩარგავ ეკლიან ფიქრებს. მიხვდები როგორ მიმძიმდა მარტოს და გზას არ მისცემ ბრაზნარევ სიტყვებს. ნახავ ლექსებს და მტვრიან თაროებს, იპოვი შენს თავს სტროფების სულში. მიხვდები როგორ ვიტანჯე მწარედ, როგორ აღმომხდა სული ამ შუღლში. მოგენატრები, მაგრამ არ იტყვი, გადაიფიქრებ ღმერთთან საუბარს. ვეღარ მიპოვი ვეღარც ხიდებზე, მაგრამ შენს სინდისს ვერსად წაუხვალ… მე კი ვიწვები ღრუბლების თავზე არც კი ვიფიქრებ მოვიდე სიზმრად. გადაივიწყებ ჩემს ხმას და თვალებს. და გულით უკვე სხვის გრძნობას ზიდავ… დავრჩები წარსულს როგორც მეფენი, როგორც ოდესღაც ნათქვამი სიტყვა. და მხოლოდ მაშინ, თუ შეგაწუხებს… რა დარდსაც ახლა უსიტყვოდ ვზიდავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი