გალაკტიონ


მალე გათენდება, ძვირფასო გალაკტიონ,
მე აღარც საათი მაქვს და აღარც კედელი…
მინდა თვითმკვლელობა ერთხელაც გვაპატიონ.
რადგან ჩვენ პატიება თავად ვერ შევძელით…

აი, თენდება ბატონო გალაკტიონ,
მე კი მომიხმობენ ხიდები…
უთხარით ყველას ერთხელაც გვაპატიონ,
ვისაც ღმერთზე მეტად ვჭირდებით…

სულში გვაქვს უფსკრული ბატონო გალაკტიონ,
და ამ ჩვენს უფსკრულში თავადვე ვეშვებით.
ფიქრები ცდილობენ ღამით, რომ გადამრიონ…
და მეც ხომ ამიტომ სიკვდილს ვერ ვეშვები.

გზები საით მიდის ხომ იცით გალაკტიონ…
და მეც გზის ბოლოს დაღლილი ვჩერდები...
უთქმელი სიტყვები უთხარით გვაპატიონ,
უთხარით გვაპატიონ - რომ ვნებდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti26 წუთის წინ

ლიზი ,იცი რას გეტყვი?ყელა თვითმკვლელი ,პრინციპში მკვლელია.რა მნიშვნელობა აქვს სხვას მოჰკლავ თუ თავს?ესე იგი ,კაცის მოკვლა შეგძლები,ა ხომ?და მეორეც, თუ გალაკტიონს მარტო თვითმკვლელობაში ედრები,კეთილი ინებე,ჯერ "მერი","ლურჯა ცხენები",თოვლი" დაგვიწერე ....მერე შენი ქმარი დახვრიტონ, ისე რომ საფლავიც არ გეცოდინება,მერე იარე ნასვამმა და ტალახში ამოგვანგლულმა დარჩენილი ცხოვრება და მერე როცა დაბერდები და საავადმყოფოში აღმოჩნდები.,სადაც დიდი კონსტანტინე ზიზღით ხელსაც არ ჩამოგართმევს(რასაც მერე მთელი დარჩენილი სიცოცხლე ინანიებდა და ვინ იცის,იქნებ ამის გამოც ისჯება მისი შთამომავლობა)..ალბათ გექნება უფლებაც და მიზეზიც .ხოლო ახლა,ნურას უკაცრავად ,არც უფდლება გაქვს და არც მიზეზი.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი