დაგელოდები


დაგელოდები-ლოდად ვიქცევი, ანუ ამჯერად
-სიტყვას არ დავძრავ.
კვლავ დავიბრალებ სამყაროს სევდას
და ჩემს ბოლო ჟამს სიზმარში ვნახავ.

მიჩრდილავს ღამე ფურცელს და კალამს,
მივეშურები ხიდებს და ჩუმ ზღვებს…
აღარ ვპასუხობ შემოსულ ზარებს,
უსისხლო ჯვარცმას კვლავ ცხადში ვუძლებ.

დრო აღარ იცდის, ვეღარც ვეწევი,
ვეღარ ვხსნი როგორ არ ვიყო ცუდად…
შენ კი სიყვარულს ვეღარ მპირდები
და ეგ კი არა, ცოტათიც გძულვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti54 წუთის წინ

პირველ ორ სტროფს არა უშავს ,მესამე აამლაშე

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი