ვზივარ და ვუსმენ
ვზივარ და ვუსმენ სიჩუმის ხმაურს, ვხედავ ნაპირებს ზღვა როგორ ერთვის… და რა ვქნა თუკი დაგღალე ასე, მაგრამ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი… ან რა ვქნა თუკი მერევა სევდა იმაზე მეტად, ვიდრე არაყი… მითხარი რა ვქნა თუკი შენს გარდა არ შემიყვარდა ქვეყნად არავინ. _რითი ვუშველო სულის ტკივილებს? უსასრულო დარდს რითი ვუშველო? მინდა მოგიყვე როგორ ვარ ხოლმე და მაინც ასე ენავუთქმელობ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
4 კომენტარი
მერევა სევდა
---
პირადად მე სევდა მაწვება,მაგრამ დიდ პოეტებს რფას გაუგებ?
ან რა ვქნა თუკი მერევა სევდა
იმაზე მეტად, ვიდრე არაყი…
--
ანუ შიგადაშიგ არაყსაც წრუპავ?....დაანებე თავი.ქალის ალკოჰოლიზმი განუკურნებადია ,ისევ სევდას მიაწექი
ან რა ვქნა თუკი მერევა სევდა
იმაზე მეტად, ვიდრე არაყი…
მითხარი რა ვქნა თუკი შენს გარდა
არ შემიყვარდა ქვეყნად არავინ.
-----
არავის არ ეწყინოს და თავის დროზე ,როცა მეუბნებოდნენ,შენს გარდა არავის შევიყვარებ და თავს მოვიკლავო.ყველას ერთ შეკითხვას ვუსვამდი -რამდენი წლის ხარ?დავუშვათ 20,30,40.....და მერე დავძენდი,თუ აქამდე ცხოვრობდი უჩემოდ ,ესე იგი შეძლებულა ,ხომ?აწიც ისე გააგრძელე,როგორც აქამდე....ეს მანიპულაცია კი სხვაგან.
ანუ, რა მინდა გითხრა,ლიზი -თუ მანამ როგორღაც ცხოვრობდი,მომავალშიც უნდა შეძლო,როგორმე- ცხოვრება გრძელია და შენი პრობლემა მარტო შენი პრობლემაა
_რითი ვუშველო სულის ტკივილებს?
უსასრულო დარდს რითი ვუშველო?
მინდა მოგიყვე როგორ ვარ ხოლმე
და მაინც ასე ენავუთქმელობ…
----
აბა,არაფრერს ვიტყვიო და .ამხელა ლექსი უთქმელობაა?ანუ შენ შენსავე კრიტიკას ვერ უძლებ