რაში მჭირდება პოეტების სიაში ყოფნა


რაში მჭირდება პოეტების სიაში ყოფნა?
არაფრად მიღირს შემადარონ თუნდაც პოეტებს.
მე არც ტაბიძის ნიჭი არ მაქვს, არც სხვა ღმერთების,
ვინ თქვა, რომ ღამით ვისიზმრებდი უკვდავ გოეთეს?!

შედარებები ისეთია ახლაც ვიცინი…
მე მხოლოდ ჩემი სახელი მაქვს, ვერც სხვა უარყოფს!
მაქვს ჩემი სიტყვა, გულისთქმა და უნიჭო ლექსი, 
რაც ჩემს მკითხველებს უსასრულო დარდზე უამბობს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

6 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 საათის წინ

ვისიზმრებდი?

ერეშ ქიგალიpoeti1 საათის წინ

მე მხოლოდ ჩემი სახელი მაქვს, ვერც სხვა უარყოფს!
----სახელი განა მარტო სახელი და გვარია?

ერეშ ქიგალიpoeti1 საათის წინ

მაქვს ჩემი სიტყვა, გულისთქმა და უნიჭო ლექსი,
----ნუ ...ისე კაცმა რომ თქვას,უნიჭო ლექსი სჯობს უნიწო მთავრობას.

ერეშ ქიგალიpoeti1 საათის წინ

მაქვს ჩემი სიტყვა, გულისთქმა და უნიჭო ლექსი,
რაც ჩემს მკითხველებს უსასრულო დარდზე უამბობს!
----
მაგრამ,მეორეს მხრივ, თუ უსასრულო ამბებს ასეთი უნიჭო ლექსებით შეგვატენის,არც ესაა ჰუმანურობის გამოვლენა მკითხველების მიმართ,შეიძლება ითქვ,ს რომ წამების ერთერთი ხერხია.ანუ, ეს იგივეა ,აბსოლუტური სმენის კაცი რომ დაამწყვდიო ციხეში უსასრულოდ და მერე უსასრულოდ ასმენინო ბერას с позволения сказать და "შემოქმედება

ერეშ ქიგალიpoeti1 საათის წინ

რაში მჭირდება პოეტების სიაში ყოფნა?
----
ერთის მხრივ ,გვარწმუნებს სულ ფეხებზე მკიდია თქვენი პოეტების სია,მე ამაზე მაღლა ვდგავარო და მეორეს მხრივ ,გადავხედე აქ გაფორმებულ"პოეტების"სიას და...ჰოი,საკვირველებავ,მეთერთმეტე გვერდზე ,ასო ბგერა "ლ"-ზე ისეა გამოჭიმული,რომ ლ-ორკას,ლ-ორთქიფანიძეს,ლ-ეონიძეს და ლ-ერმონტოვს,ლ-ამარტინს შურთ

ერეშ ქიგალიpoeti1 საათის წინ

ლიზის მკითხველებო,ჩამწკრივდით და მოემზადეთ უსასრულო სმენისთვის,ანუ სამუდამო გაქვთ მისჯილი,რაც ვჩივი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი