ნერვულ თითებით დაწყვეტილ ღილებს


ნერვულ თითებით დაწყვეტილ ღილებს დავცქერი მშვიდად, პერანგს ვაშორებ.
მას გააქვს თავისი ისევ ჯიუტად,
დამცინავ ღიმილს ვეღარ ვაშორებ...
გაივლის, ალბათ, როგორც სხვა ყველა,
დარჩება უკან ბნელი გვირაბი.
დაუბრუნდება თავის კალაპოტს
მდინარე სისხლის, ველურ-მგვინავი!
შენც გეშველება, ალბათ, ოდესღაც,
თუ თავს ბაწარში ჯერ არ გაუყრი...
თუ დაივიწყებ ყველა ძველ ტკივილს
და ამ ნამსხვრევებს გვერდს თუ აუვლი.
დანაღმულ მდელოს როცა გაივლი, 
ყინულის კედელს სუნთქვით გაალღობ.
აღარ იქნები ის, ვინც იყავი
და დარდებს ღვინით ვეღარ დაათრობ.
აი, შეცვლილხარ, შენც თავად ხედავ,
ადამიანის ფორმა დაკარგე...
ის სიყვარულიც, რომ აცოცხლებდი
სხვა გრძნობებთან ერთად დამარხე.
ხედავ ტუჩები გაგთეთრებია
და ყველა ძარღვი თანდათან შრება,
შენში თუ რამე კარგი რამ იყო,
ყველაფრის კვალი ნელ-ნელა ქრება.
გრჩება ის მკრთალი მოგონებები
და დასერილი ხელები მხოლოდ…
დროს მიჰყავს ყველა ადამიანი,
წარსული გრჩება ხელებში ბოლოს.

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი