ქვაზე ნახატივით
ქვაზე ნახატივით სახტად ვქცეულვარ, დროში გამყინა სევდამ ქარებით. სხეულიც ძალზედ დიდხანს მეურჩა, გადაიღალა ტვირთის ტარებით… :თითქოს ვიყავი ცოდვილი სულით და უცოდველის მანტია მესხა… ვერ შევეგუე უკუღმართ დღეებს და შენი ხილვაც ოცნებად მექცა! ლიზი გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი