აპათია
ახალ იმედებს ეძებ ოთახში, სადაც ჰაერიც ძალზედ მცირეა, ეძებ მყარ საყრდენს, რომ მას დაეყრდნო, რადგან ეგ ტვირთი შენთვის მძიმეა. ხედავ არ გყოფნის ყალბი ღიმილი, შეჰყურებ სივრცეს, რომელიც არც ჩანს. მიიწევ მისკენ, რაც სულ გაწამებს, სასტიკად, მაგრამ მაინც ხომ არ გკლავს... და ახლა, უკვე უემოციო, ხსნი კედლის სარკეს და გარეთ გაგაქვს, რადგან შიგ ვინც ჩანს, გაფითრებული, შენს ბავშვობის “მეს“ არაფრით არ ჰგავს... თვალს ვერ უსწორებ საკუთარ თავსაც, მაგრამ ცდილობ, რომ შთააგონო, ახლა ასეა, ვერაფერს იზამს, უნდა იბრძოლოს!-გსურს გააგონო... მაგრამ... არ გისმენს, თითქოს შენც მობეზრდი... ვერაფერს სთავაზობ ოცნების გარდა, ამიტომ ეშვები, ვეღარ მშვიდდება და აპათიურ ფორმასაც ჰკარგავს!... ლიზი გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი