მარიამ


პალტოს ჯიბეში ჩაჩრილ არყის ბოთლს, 
ხელში -გაკეცილ ლექსების ბლოკნოტს,
-მივათრევ გარეთ შებინდებისას, 
წვიმს, ქარი მაყრის სახეში ფოთოლს…

მოვკალი რწმენაც და სულ ბოლო იმედიც.
მიდიან -ფიქრები - მოდიან -სევდებად…
ვფიქრობ და სუიციდს ვიტოვებ იმედად,
მერე კი გიხსენებ და ბოლოს - თენდება.

არ ვიცავ მარხვას, და აღარც კი ვლოცულობ, 
ვწერ იშვიათად, თითქმის  არ მძინავს.
აღარც ძველ მეგობრებს აღარ ვნახულობ
 და მარტო ვხვდები სულ ყოველ განთიადს.

შემხედე ახლა რას დავემსგავსე…
 ასე ხომ მხოლოდღა მკვდრები თუ არიან?
მიყურე ახლა უღმერთო თვალებში,
 ნახე… რას ხედავ? … მითხარი მარიამ.

Lizi Giorgadze

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი