ფიქრები


აი შენც დარჩი მარტო ფიქრებთან,
ხედავ შენ რამდენი დარდი გქონია?...
აბა შეხედე შენს თავს სარკეში,
გარდაცვალება სხვა რა გგონია?!

-უცხოა გარემოც ასე ნაცნობი,
საკუთარ თავშიც კი ვერაფერს ვხედავ...
ნაცრისფერ ქუჩებს თავს ვერ დავაღწევ,
ვიცი და მაინც ოცნებას ვბედავ.

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი