მსგავსება


ვერ დავიძინე ისევ ამაღამ...
არ ვიცი როგორ აგიხსნა ახლა...
ეს სიყვარული ემსგავსა ხელებს:
მათხოვარს კვლავაც რომ გაწვდილი დარჩა.

ჩამოჰგავს დედას - შვილს რომ დასტირის,
-მწუხარეა და აღარ გაივლის.
ჩამოჰგავს კეთროვანს, თანაც ხეიბარს,
რომელმაც იცის, ვეღარ გაივლის...

ეს მონატრება ჩამოჰგავს ზამთარს:
მზე კი მოვიდა, მაგრამ ვერ ათბობს.
ჩამოგგავს შენც კი, როცა გახსოვარ,
მაგრამ ჩემს სითბოს მაინც ვეღარ გრძნობ.

...ასე ერთბაშად დავცალე თასი,
მაგრამ დარდისგან ვერ დავიცალე...
ეს სიყვარული იმ დაღლას ჰგავდა,
რომლითაც ბოლომდე ვერ დავიღალე!

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი