სისხლი ჩანჩქერივით ისევ დაჩუხჩუხებს


სისხლი ჩანჩქერივით ისევ დაჩუხჩუხებს,
გული ქუხილივით ქუხავს, არ მაძინებს.
ნეტავ რას შვრები შენ? ნეტავ რას აკეთებ?
დარდში გავიხლართე, მე რა დამაძინებს?!

ისევ გათენდება, ისევ მზე ამოვა,
მაგრამ შენ არ მოხვალ... სხვა მე რა მადარდებს?!
თითქოს დავიფიცე შენზე ფიქრები და...
თითქოს მარხვად გიცავ მძიმე რამადანზე.

ასე არ მიგრძვნია მსგავსად არაფერი,
ლოცვის სიტყვებივით ძალა რომ შესწევდეს,
ისევ დავლევდი და ჭიქას ავივსებდი,
ფეხზე წამოდგომის ძალა რომ შემწევდეს!

ღმერთი მიყურებს და ალბათ ეღიმება,
შენზე ფიქრის დროსაც მას რომ მოვიხსენებ.
მალე გათენდება, მალე მზე ამოვა,
მაგრამ ის არ ვიცი როდის მოვისვენებ...

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი