ეშმა


თაფლისფერ თვალთა ხედვის არეს მოვწყდი რა დროა,
შენ ვერც გაიგე ისე გაჩნდა ჩვენს შორის ბზარი.
ბრალი დავიდოთ რომელიმემ - საკამათოა...
თავად დაირქვა იმედებმა სახელად: - მკვდარი.

მიყვარდი, მაგრამ უუფლებო გრძნობები ერქვა
და აკრძალული ხილი იყო ედემის ბაღში.
შენს გასაგონად მინდოდა, რომ პირველად მეთქვა:
ევა კი არა, ეშმაც შენ ხარ იმ გველის ტყავში!

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი