სისხლიანი თვალები


სისხლიანი თვალები გელოდება იმედით,
მაგრამ ისევ შორია ვიცი ჩვენი შეხვედრა.
თვალებიდან წამსკდება რასაც მუდამ ვითმენდი,
ვიცი, როცა გიხილავ გული ისევ შეკრთება.

სილამაზე მინახავს, ბევრი, განსხვავებული,
მაგრამ შენი თვალები სხვა სამყაროს მიღწერდა.
სიყვარული ვენებში სისხლად ამომიჩქეფდა, 
თუმცა ამის ატანაც ისევ მარტოს მიწევდა.

დასერილი გულიდან იმედები დამცვივდა...
ლილიებად მოგიტან ამ გრძნობების პირობას.
თითქოს გამოვიფიტე, ემოციაც გამშორდა,
- სიყვარულით შევმოსავ უშედეგო გმირობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი