მუზა


ახლა ვიცი რომ აფსურდია მუზად მიგიღო,
(ალბათ არცერთხელ დამაფიქრებს შენ რას იფიქრებ).
ამ შუაღამით მომინდა, რომ შენზე მეწერა,
სანამ შენ ცდილობ დაიძინო და დარდს ივიწყებ.

მე უფრო ხშირად მახსენდები, ვიდრე კოშმარებს.
არ დამიჯერებ, ვიცი, მაგრამ მაინც გიყვები.
თაფლისფერ თვალებს შიში ჩრდილავს, თან რა ხანია...
და შენ არაფრად მიგაჩნია ჩემი სიტყვები.

შენ ვარდს მიგიგავს ეგ ტუჩები, ისე ნაზია.
და ეგ მტევნები ისეთია, მთვარეს ვამსგავსებ.
ახლა არ ვიცი რა დავარქვა ასეთ საქციელს,
ვიღიმი ჩემთვის და შენ ალბათ სასმელს აბრალებ.

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი