ნეტავ


სულში გაჰგიზგიზებს ცეცხლი ჯოჯოხეთის, აწ რა მანუგეშებს გული დამეფლითა...
ნეტავ შენთან უფრო დიდხანს მესაუბრა, ნეტავ შენი ხელი ხელში დამეჭირა...
ნეტავ მომეყოლა ყველა თეთრი ღამე, მათი სიმძიმე კი მხრებზე შეგემჩნია...
გხედავ გაგიფითრდა სახე სპეტაკი და სულში საწამლავიც როგორ შეგრევია...
განა შეიცვალე? არა, ახლა გხედავ, უკან დაიხია ჩემმა ოცნებებმა,
ნეტავ ერთხელ მაინც წვიმა შეგვეგრძნო და მინდვრად გვირილები ერთად მოგვეძებნა...
ახლა კილომეტრებს ძალა შერჩენიათ, ბოლოს როდის გნახე - ამან დამაფიქრა,
თითქოს ყველა წამი, როგორც შენი სახე, ყველა მოგონება ერთად დამავიწყდა.
მთვარეც არსად ჩანს და ვიცი არც შენ მოხვალ, ყველა დაპირება უცებ დაიმარხა,
როგორც იმედები, ისე შანსები და ფუჭი ოცნებებიც სადღაც გაიფანტა...

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი