უცვლელი
მზე ჩაესვენა თითქოს ტალღებში, ცაზე საღამო თანდათან ჩნდება, ახლა ხასიათს მიცვლის ამინდი, და ეს სიშორეც უცვლელი რჩება. იყო განშორება რაღაც უჩვეულო, სიტყვა რომ არ თქმულა ისე ჩაიფერფლა, დიდი ტკივილისგან სისხლი გასცდა კედლებს, მერე დალაქავდა, გულში ჩაიღვენთა. სუნთქვა უფრო მიჭირს, ვიდრე დაჯერება, ახლა ცარიელმა უფრო განვმარტოვდი... წასვლა აირჩიე, მაგრამ მე რაღა ვქნა, როცა რა ხანია ჩემში გაბატონდი... როგორ არ ვეცადე განცდა დამემალა, მაგრამ მოგონებებს სადღა წავიღებდი?! როცა მეგონა, რომ წელში გავიმართე, ზუსტად იმ მომენტში მძიმედ წავიქეცი... კი არ გსაყვედურობ, ვიცი რთული იყო, მაგრამ ვღელავ ხოლმე, როცა მახსენდები. როცა ვიცოდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, მაინც ვცდილობდი და წამებს ვაჩერებდი. მერე გავიაზრე, ახლა უფრო მტკივა, ასე, დრო რომ გადის უფრო მიძნელდება. მაგრამ სულ არ ვნანობ, შიშიც აღარ მოდის, როცა თავადვე ვგრძნობ- პულსი მიჩერდება. არის მონატრება, რაღაც უჩვეულო, მაგრამ პატიება ჩვენში არ იქნება. ალბათ გავყვები მეც - ფიქრებს უსასრულოს, როცა გონებაში ისევ ადიდდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი