გრანელი
დარღვეულ პირობებს თითებზე ვითვლი და აღარ დამრჩა წამები შენთვის. სანამ ფანჯრის წინ მორჩილად ვიცდი, მანამ, გპირდები - ვერავინ შემცვლის. სისხლი გადმომისხეს უწინ პოეტებმა გრანელს დავატარებ გულით. სანამ ამ ოცნებებს თავი მოეყრება, მანამ ღარიბი ვარ სულით. ვიცი მელოდები, მაგრამ აღარ მოვალ, ახლა წამებია სევდის... შენ მაგ თეთრ ხელებზე ისევ დაგათოვა, მე კი შემოდგომა მებრძვის. ახლა ნოემბერი თითებს მიეყინა ყველა ფოთოლია ხმელი, ჩემში სიკეთესაც ისევ მიეძინა, ახლა ჩემს გულშია ბნელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი