ნახატები


ახლაც კი სადღაც კითხულობენ გრანელს, გოეთეს
და ისევ სადღაც ჩამწყვდეულა ნაზი ოცნება.
სადღაც ამშვენებს გვირილები დიდძალ მოედნებს
და სადმე მთაში ისმის ახლა მწარე გოდება.

ქუჩებს წაერთვათ ძველებური ყველა თვისება
და ძაღლებიც კი შეუშინდნენ ღამის შავ მხედრებს.
ეს მოთმინებაც ყველას ჯამში ისე ივსება,
რომ ბოლოს მაინც  გაიტანენ ტომრებით ცხედრებს.

მე კი ვზივარ და ჩემს ნახატებს დავცქერი ისევ,
ჯერ ისევ მელის მაგიდაზე შტეფან ცვაიგი. 
ვის დააფიქრებს, რომ ამდენ ხანს სიჩუმეს ითმენ…

და ამ პორტრეტმაც განა მართლა, ნეტავ რა იცის?!
სული დაბინდა ღრუბლებივით ისევ საღამომ,
ჭკნება ყვავილი, როგორც სახე - შენი დროდადრო…
მე როგორც ძველად ისევ ისე, ვერას გთავაზობ,
მხოლოდ კალმები, და ფანქრები ძალმიძს მოგანდო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი